გლდანის რაიონის დიდ ნაწილს წყალი 20 საათით შეუწყდება
დღეს, 19 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მონადირის ქ. სატუმბო სადგურის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 მარტის 12:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; ხიზაბავრის ქუჩა და ჩიხები, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩა და ჩიხებით, სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტროლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, გობრონიძის N46, ავშნის დასახლებას,ავშნის ქუჩას, ნუშის ქუჩას და ანტონ მე-2 ქუჩას და მონადირის ქუჩას, ფირცხალავას ქუჩას, ძმები ჭილაშვილების ქუჩას, ფრანგიშვილის ქუჩას, მუხიანის 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4 ა და მე-4 ბ მ/რ მთლიანად, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) III მ/რ ყველა კვარტალებს (გარდა III მ/რ-ს I კვარტალის N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა), მუხიანის აგარაკებს სრულად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.