არქივი30 ნოემბერი 2024, 22:05
ვგმობთ ძალადობას! საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზას ქართველი ერი არასოდეს გადაუხვევს! - "მუსიკის სახლი"

მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია "მუსიკის სახლი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და ძალადობას გმობს.
კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
"გვსურს პირნათლად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას!
ჩვენ, როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზას ქართველი ერი არასოდეს გადაუხვევს!",- წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.