არქივი2 დეკემბერი, 2024, 15:38
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია! - Kreston Georgia

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
"Kreston Georgia ვიზიარებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებას.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!", - აცხადებენ Kreston Georgia-ში.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.