ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვგმობთ გადამეტებულ ძალასა და უკანონო დაკავებებს” – IT სფეროს წარმომადგენლები

“ვგმობთ გადამეტებულ ძალასა და უკანონო დაკავებებს” – IT სფეროს წარმომადგენლები

IT სფეროს წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობასა და მათ დაკავებას გმობენ.
“ჩვენ, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა. ვგმობთ, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას, უკანონო დაკავებებს, დაშინებებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც განხორციელებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება, დემოკრატიული გზით, ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით, ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.