ვაშინგტონში, ისრაელი - „ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 150-მდე ადამიანი დააკავეს
ვაშინგტონში, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინასთან, ისრაელი-„ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. კაპიტოლიუმის პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე, რომლის მონაწილეებიც უკანონოდ და ძალადობრივად მოქმედებდნენ, 150-მდე ადამიანი დააკავეს.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქციის გამო შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები ეწინააღმდეგებიან პოლიციელებს. ბევრ მათგანს აცვია შავი მაისური წარწერით: „შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ „თუ არა ახლა“ და „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“, რომლებმაც ვაშინგტონში დემონსტრაციები მანამდეც მოაწყვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.