ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ “ჰამასის” მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორის იქნება 3 წლის ამერიკელი ბავშვიც, რომელიც 7 ოქტომბერს დაობლდა

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ, ახალი შეთანხმების ფარგლებში, “ჰამასი”, ამერიკის, სულ მცირე, სამ მოქალაქეს გაათავისუფლებს და იმედოვნებენ, რომ გათავისუფლებულთა შორის 3 წლის ბავშვიც იქნება, – ამის შესახებ BBC წერს.
“ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ბავშვი, სახელად აბიგეილი, პარასკევს 4 წლის გახდება. მათივე თქმით, მისი მშობლები 7 ოქტომბერს, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ“, – წერს BBC.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, “ჰამასთან”, მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა. საუბარია, ღაზაში მყოფი 50 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი ქალისა და მოზარდის გათავისუფლებაზე. ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, მძევლები გათავისუფლდებიან ბრძოლის ოთხდღიანი პაუზის განმავლობაში. შეთანხმების თანახმად, ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება ბრძოლის პაუზას ერთი დღით გაახანგრძლივებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს