ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 19 თებერვლისთვის დაგეგმილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტის მოსაწვევები უკვე გააგზავნა.
„მშვიდობის საბჭო“, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგელობაში 27 სახელმწიფო შედის.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა საბჭოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.