ახლად შექმნილი ე.წ.„მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი 19 თებერვალს გაიმართება

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერ გამოცხადებული ე.წ. „მშვიდობის საბჭო“ თავის პირველ სამიტზე 19 თებერვალს შეიკრიბება.

ამის შესახებ ვაშინგტონში მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. ამერიკული საინფორმაციო პორტალი Axios-ის ცნობით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ისრაელის საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ღაზის სექტორის აღდგენის დაფინანსება იქნება განხილული.
თავდაპირველად, “მშვიდობა საბჭოს” მთავარი სამიზნე
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება იყო. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ახლა ის მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.

დამფუძნებელ დოკუმენტს წლის დასაწყისში 19 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მათ შორის არიან თურქეთი, უნგრეთი, და ეგვიპტე. იანვარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ სამშვიდობო საბჭო უკვე არსებობს, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე უარი თქვეს მონაწილეობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა