არქივი15 ნოემბერი, 2023, 06:23
ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანი ისრაელისადმი მხარდაჭერისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მარშზე გავიდა

აშშ-ის დედაქალაქში, ისრაელისადმი მხარდაჭერისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.
დემონსტრანტები "ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტებზე ისრაელის მხარდამჭერი ლოზუნგები ეწერათ.
მანიფესტაციის გამო, გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.