ვატიკანი შესაძლოა გახდეს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მოედანი – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მიიღონ ვატიკანის შეთავაზება, უზრუნველყოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა.
„ვატიკანმა შემოგვთავაზა ძალიან გულუხვი წინადადება, მათ შორის, ორგანიზება გაუკეთოს არა მხოლოდ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას. ეს არის ის წინადადება, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს არის ადგილი, სადაც კომფორტულად შეიძლება იგრძნოს თავი ყველა მხარემ. ასე რომ, ვიმედოვნებ, მივალთ იმ სტადიამდე, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება რეგულარულად და ვატიკანი მიიღებს შესაძლებლობას, იყოს მოლაპარაკებების ადგილის ერთ-ერთი ვარიანტი“, – განაცხადა რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში.
ცოტა ხნით ადრე, რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი წერტილი სწორედ ვატიკანი შეიძლება იყოს. 18 მაისს, მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრებიან ახალი პონტიფიკოსის ინტრონიზაციის ცერემონიას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას