ხუთშაბათს თურქეთში მარკო რუბიო ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.
„დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია