ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვარიანტი საუდის არაბეთიდან - ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პოსტზე ახალი კანდიდატურა ჰყავს

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატურა ჰყავს და ეს საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიჰადის" ამჟამინდელი თავკაცი მარსელო გალარდოა.
მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბის მოქმედ თავკაც ხავის თავისი განცხადებების გამო გაუნაწყენდა და გადაყენებას უპირებს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის შეფები რაფაელ მარკესისა და ჰანს-დიტერ ფლიკის ვარიანტებსაც განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.