ვართ შეურიგებელნი და რა თქმა უნდა, ვგმობთ – სარჯველაძე ბიჭვინთაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იქნება ყველა იმ აქტის მიმართ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან თავსებადი არაა.
ასე გამოეხმაურა ის ს დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების სთვის გადაცემის გადაწყვეტილებას.
„კატეგორიულად მიუღებელია დამოკიდებულება, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ყოველთვის დუმს ამ საკითხებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ პოზიცია იმთავითვე ცნობილია და მკაფიოდ გაცხადებულია[…]
ვართ შეურიგებელნი და რა თქმა უნდა, ვგმობთ ყველა ნაბიჯს, გადაწყვეტილებას და სამართლებრივ აქტს, რომელიც, გინდა დე იურე და გინდა დე ფაქტო, არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. ნებისმიერი ასეთი შეუთავსებელი აქტი არის მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის და მთლიანად მთელი საქართველოსთვის. ეს ყველასთვის მკაფიოდ გასაგები და ცნობილია“, – განაცხადა მ.
აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებას მხარი დამსწრე 28 [სულ 35] დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა.
დე ფაქტო პარლამენტი ჯერ კიდევ გვიან ღამით შეიკრიბა შენობაში. ამის შესახებ მთელი ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებში წერდა აფხაზური საზოგადოება, აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილმა, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრება საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, ასევე, გვიან ღამით დაიწყო. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებენ და მის ანულირებას მოითხოვენ.
ამასთან დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთს 49 წლიანი იჯარით მხოლოდ სახელმწიფო აგარაკების შენობები გადაეცემა და არა მიწა, რომელზეც დგას ეს შენობები.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში