“მე­სა­მედ მოს­ვლა” – წლის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ურპრი­ზი, რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა იყო

წლის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ურპრი­ზი, რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მისი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვა იყო. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” “ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტის” დიდი ნა­წი­ლის­თვი­საც. პრინ­ციპ­ში, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კი­თაც იყო.

“მე­სა­მედ მოს­ვლა”

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში პირ­ვე­ლად 2011 წელს მო­ვი­და და გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა­ში. ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში 2018 წლის გა­ზა­ფხულ­ზეც დაბ­რუნ­და და ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა­ში (ამ “მე­ო­რედ მოს­ვლას” მოჰ­ყვა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან). თუმ­ცა დღეს მისი მე­სა­მედ დაბ­რუ­ნე­ბა მარ­თლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

კერ­ძოდ, 2024 წელს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­სუს­ტე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ შეხ­ვედ­რია – ერთ მხა­რეს იყო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მე­ო­რე მხა­რეს დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ყო­ვე­ლი­ვე ამას ემა­ტე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია ოპო­ზი­ცი­ის ფლანგზე. თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მისი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ასე ახ­სნა:

“სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლად გა­ნად­გურ­და ოპო­ზი­ცია. გა­ნად­გურ­და პო­ლი­ტი­კის ის სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის კონ­ტროლ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი – ოპო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბამ მმარ­თველ პარ­ტი­ას მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა თავ­ბრუ და­ახ­ვი­ოს და მო­ა­დუ­ნოს. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც გა­რეთ და­სა­პი­რის­პი­რე­ბე­ლი არა­ვინ რჩე­ბა, ჩნდე­ბა ცდუ­ნე­ბა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გუნ­დის შიგ­ნით გა­მო­ი­გო­ნო”, – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბამ და ამ ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­ულ­მა შე­საძ­ლო გა­მოწ­ვე­ვებ­მა მმარ­თველ ძა­ლა­ში, აი­ძუ­ლა მის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო და პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რის შე­სა­ხე­ბაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ თა­ვად აც­ნო­ბა:

“პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლი­სას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­თა­ვე­ში დავ­ტო­ვე გა­მარ­თუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა და ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლო. ამ ფონ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ვი­მე­ო­რებ, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლად გა­ნად­გურ­და ოპო­ზი­ცია. გა­ნად­გურ­და პო­ლი­ტი­კის ის სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის კონ­ტროლ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­სუ­ლით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჯან­სა­ღი და ქმე­დი­თი კონ­ტრო­ლით არც მა­ნამ­დე გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ახლა მას კონ­ტრო­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სიც აღარ დარ­ჩა. ნაც­ვლად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლი­სა, ხელ­ში შეგ­ვრჩა სიც­რუ­ის ნი­აღ­ვა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ე­დი­ნე­ბა მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან და უკვე იმ­დე­ნად გაცვდა, რომ მმარ­თველ გუნდს მცი­რე დის­კომ­ფორ­ტსაც კი ვე­ღარ უქ­მნის. ოპო­ზი­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, იზ­რდე­ბა რის­კე­ბი მმარ­თველ გუნდში. ოპო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბამ მმარ­თველ პარ­ტი­ას მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა თავ­ბრუ და­ახ­ვი­ოს და მო­ა­დუ­ნოს. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც გა­რეთ და­სა­პი­რის­პი­რე­ბე­ლი არა­ვინ რჩე­ბა, ჩნდე­ბა ცდუ­ნე­ბა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გუნ­დის შიგ­ნით გა­მო­ი­გო­ნო. ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის კონ­ტრო­ლის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, კო­რუფ­ცი­ის რის­კე­ბიც მა­ტუ­ლობს, რა­საც სა­გან­გე­ბო და­ზღვე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­მა­ღე­ბი­ნა ჩემ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­მოვ­ბრუნ­დე პო­ლი­ტი­კა­ში და და­ვი­კა­ვო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც ჩემ მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ გუნდს ცოტა ხნის წინ თა­ვად მივ­მარ­თე”, – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ახ­სნი­ლია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ უნდა იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის. კერ­ძოდ, ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ პარ­ტი­ა­ში არის პრობ­ლე­მე­ბი – შე­საძ­ლოა ვინ­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბამ და­უკ­რე­ფავ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ზოგს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი გა­უჩ­ნდა, ზო­გი­ერთს კი ბი­უ­ჯე­ტის­კენ ხელი წა­უც­და… გარ­და ამი­სა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის რი­ტო­რი­კა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, რბი­ლად რომ ვთქვათ, მი­უ­ღე­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნდა და­კომ­პლექტდეს ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სია, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­კომ­პლექ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ჯგუფს შო­რის ამის თა­ო­ბა­ზე თავ­პი­რის­მტვრე­ვა აღარ და­ი­წყე­ბა.

მთა­ვა­რი კი­თხვაა – და­ი­წყებს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ე.წ. დიდ წმენ­დას? თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. შე­საძ­ლოა ეს არ იყოს დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ჯა, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თმა ლი­დერ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­დოს, რომ აღარ სურს პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა, სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას უნდა მიჰ­ყოს ხელი და ა.შ. ასე რომ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის ე.წ. ტოპ­მე­ნე­ჯმენტს მთა­ვა­რი სი­ურპრი­ზი წინ ელო­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბით გაძ­ლი­ერ­დე­ბა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი და ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ა­ნიშ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას – ამ ფლან­გის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კო­მენ­ტა­რებს თუ მო­ვუს­მენთ, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ იხ­ტი­ბარს არ იტე­ხენ. მარ­თლაც, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინ­მეს მოს­წონს თუ არა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” სულ სხვაა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე და სულ სხვა – ივა­ნიშ­ვი­ლი­ა­ნად (მით უმე­ტეს, თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სია გა­და­ხა­ლის­დე­ბა). შე­სა­ბა­მი­სად, თუ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილს სურს მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი დო­ზით მოხ­ვედ­რა, უნდა გა­და­დონ პი­როვ­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და და­აჩ­ქა­რონ ე.წ. მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში არ უნდა იყოს “ნაც­მოძ­რა­ო­ბა”, თო­რემ 2024 წელს კი­დევ ერთხელ გა­იკ­რი­ფე­ბა შუა. თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ში­და­პო­ლი­ტი­კას არ უნდა და­ვუ­კავ­ში­როთ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 2024 წელი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კომ­პე­ტენ­ტურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, რომ რუ­სე­თი ამ ზამ­თარს უკ­რა­ი­ნის ფრონტზე მას­შტა­ბურ შე­ტე­ვას გეგ­მავს და მოვ­ლე­ნე­ბი შე­საძ­ლოა მძი­მე სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს (ჩვენ ჩვე­ნი მხრივ კი­დევ ერთხელ ვუ­სურ­ვებთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს პუ­ტინ­ზე სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას). გარ­და ამი­სა, აშშ-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მელ­საც შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში – მხო­ლოდ ამე­რი­კის­თვის კი არა, მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვის. თუ არ­ჩევ­ნებ­ში ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვა და გა­ა­კე­თა ის, რა­საც უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ (ამე­რი­კის ნა­ტო­დან გა­მოს­ვლა, უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა, პუ­ტინ­თან მო­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბა და ა.შ), მა­შინ რთუ­ლი და კი­დევ უფრო ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კი კი­დევ ერთხელ მო­უ­წევს უწ­ვრი­ლეს ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი, რათა სად­მე არ გა­და­ი­ჩე­ხოს.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ “რუს­თა­ვი 2”-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ ბი­ნი­ა­მი­ნი, იგი­ვე მიშა ბე­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)