ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაჟა დარჩია - სავარაუდოდ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე

ვაჟა დარჩია - სავარაუდოდ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე

სავარაუდოდ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამით „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საარჩევნო კამპანია, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, არჩილ ჩიქოვანი „მოაშორა გავლენებს ბათუმსა და აჭარაში“.
„თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ ცხადი იყო, რომ იგივე გზას გაუდგებოდა არჩილ ჩიქოვანი, ის რიჟვაძის კლანის წევრი იყო.
მოგეხსენებათ, რომ თორნიკე რიჟვაძე არის მეჯვარე და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, მისი მერობისა სწორედ ეს გახლდათ.
ვხედავთ, რომ შეჩერებულია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა ნებართვები, ეს იმის ბრალია, რომ ბატონი თამაზაშვილი ჩიქოვანს არ ენდობოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს გზა წინა არჩევნების დროსაც გამოიყენა. სავარაუდოდ, მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამით „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საარჩევნო კამპანია, მან ფაქტობრივად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზაობა დაიწყო. სულ მალე წარუდგენს მომავალი მერის კანდიდატს“, - აცხადებს ვაჟა დარჩია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.