ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ ჩიქოვანს გაწეული სამუშაოსთვის და გიორგი მურვანიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.