ვაჟა ბერიძე – საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე

საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „კობახიძე და დიალოგი საზოგადოებასთან, ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელია“.
მისივე მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს „წასვლა, მოსვლა, შეცვლა, გადანაცვლება, გადაჯგუფება იმის მაჩვენებელია, რომ ის, უშვებს შეცდომებს“.
„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და საყურადღებო არაფერი მომხდარა. ივანიშვილს პოლიტიკაში თავისი სტილი აქვს, მათ შორის, ცხოვრებაშიც. არაფერი იცვლება, ეს ერთი გუნდის ორი მოთამაშეა, ორივე ერთი ყაიდის ფიგურაა. თუ ღარიბაშვილი აპელირებდა იმაზე, რომ ის არის პატრიოტი, მორწმუნე, კარგი მეოჯახე და უფრო ხალხთან მიახლოებული, კობახიძე არის უფრო გაწონასწორებული, განსწავლული, პოლიტიკის სიღრმეებში ჩახედული, მებრძოლი, ივანიშვილის უფრო ერთგული და ნაკლებ შეცდომებს უშვებს.
შეიძლება, ღარიბაშვილი თავისი ნატურიდან გამომდინარე, უფრო ერთგულია, მაგრამ ის უშვებს შეცდომებს, რომელსაც მას ბიძინა არ პატიობს. ეს წასვლა, მოსვლა, შეცვლა, გადანაცვლება, გადაჯგუფება იმის მაჩვენებელია, რომ ღარიბაშვილი მაინც უშვებს შეცდომებს, გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე. კობახიძე და დიალოგი საზოგადოებასთან ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სტილია ასეთი და ეს შეიძლება პარტიის ლიდერზე, მოაზროვნე ადამიანზე კარგად მეტყველებდეს, მაგრამ როდესაც საარჩევნო კამპანია იწყება და სხვა სტადიაა და სხვა სტილის მორგებაა საჭირო, ამას კობახიძე ვერ შეძლებს. ის ტექნიკური მთავრობის ლიდერი იქნება, ივანიშვილის თანაშემწე, ვიდრე დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა“,- განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაბრუნებით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ დასრულებულა, რადგან მაინც ივანიშვილი აყალიბებს მთავრობის შემადგენლობას.
ამასთან, ბერიძემ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს მოგებული აქვს, რადგან ოპოზიცია არის სუსტი.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა, პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, ახალი სერიოზული ძალა შემოვიდა არენაზე, „ლელოს“ ვგულისხმობ, მაგრამ რასაც ბოლო ერთი წელია აკეთებს, პოლიტიკასთან საერთო არ აქვს, მათ შორის „მუსტანგით“ დამთავრებული ამბებით. გეგონება, რომ ეს ხალხი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, აქ არ დაბადებულან, არ მოღვაწეობენ იმდენად შორს არიან იმ მენტალიტეტისგან, რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას“,- განაცხადა ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს