ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვაპირებ ასეთ ხალხს მოვაკეტინო" - მიქაუტაძე "ოსერთან" მატჩის შემდეგ

"ვაპირებ ასეთ ხალხს მოვაკეტინო" - მიქაუტაძე "ოსერთან" მატჩის შემდეგ

ლიგა 1-ის მე-9 ტურში "ლიონმა" "ოსერს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში პირველი დუბლი შეასრულა.
შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა DAZN-თან ისაუბრა.
"გამოვიდა თუ არა ბრწყინვალე საღამო? მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, დუბლის შესრულებით ბედნიერი ვარ. ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო. ზეწოლა? ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ძალიან მშვიდად ვარ. ჩემს შესახებ არაერთი ჭორი მომისმენია, თუმცა სიმართლე არაფერი ყოფილა. რკინის მენტალიტეტი მაქვს, მუშაობა უნდა გავაგრძელო და ასეთ ხალხს მოვაკეტინო", - განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, "ლიონი"
ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, პიერ საჟის გუნდი მორიგ მატჩს 2 ნოემბერს, გასვლაზე, "ლილის" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.