პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვანში „სულორი ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ვანში „სულორი ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელ სულორში, მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.
მათ თბილისიდან სამოქალაქოო აქტივისტები და გარემოს დამცველები შეუერთდნენ.
მოსახლეობის თქმით, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.
მათი განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს. ადგილობრივების თქმით, არ სჯერათ “ქართული ოცნების" პირობებში მშენებლობის, რადგან სოფელში ყველა მშენებლობა უხარისხოდ სრულდება.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.