არქივი12 აპრილი 2025, 15:53
ვანში „სულორი ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა

ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ სულორში, მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „სულორი ჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, თბილისიდან ჩასულმა სამოქალაქოო აქტივისტებმა და გარემოს დამცველებმა.
მოსახლეობის თქმით, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.
პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჰესის აშენების შემდეგ სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.