პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვანუატუში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ვანუატუში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ვანუატუში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანუატუში დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივმა პოლიციამ შვიდდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა მოსახლეობამ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას ხელი არ შეუშალოს.
შეგახსენებთ, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ვანუატუში გუშინ მოხდა. მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა, მათ შორის, აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის საელჩოები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.