ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ექვსამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ექვსამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინელმა მაშველებმა დღეს, 11 დეკემბერს, კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი კერძო კლინიკის ნანგრევებში.
სამედიცინო დაწესებულების შენობა რუსულმა რაკეტამ 10 დეკემბერს დაანგრია. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი და დაშავებულია 22.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ 5 ადამიანია.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.