ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვალერი ზალუჟნი - რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა

რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი” ჩამოაგდეს Patriot სისტემების მეშვეობით. ეს რეკორდია. რაკეტები მიზანს რომ მოხვედროდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. მადლობა პარტნიორებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის. საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ მტერი ამაზე გაჩერდება. ამიტომ მეტი სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა გვჭირდება,” - წერს ზალუჟნი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.