არქივი18 დეკემბერი, 2023, 11:17
ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მას ემუშავა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მათივე ინფორმაციით, ნაპოვნი მოწყობილობა უმოქმედო იყო და ის ექსპერტებს უკვე გადაეცათ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.