ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. მაკრონი გაერთიანებისკენ მოუწოდებს ზომიერ მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფებს ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური ვითარება პარლამენტის დაშლას მოითხოვდა. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ნიღბები ჩამოხსნილია და პარლამენტის დაშლა არის ლაკმუსის ტესტი მათ შორის, ვინც ირჩევს თავისი ბიზნესის აყვავებას და ვისაც სურს საფრანგეთის აყვავება. მაკრონის მტკიცებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების ორ მესამედს სურდა პარლამენტის დაშლა.
„გავითვალისწინე ბლოკადა პარლამენტში, რომელიც გარდაუვალად იწვევდა ხელისუფლების მოქმედების ხელის შეშლას, რომელიც საფრანგეთისთვის საშიში ხდებოდა. ეს იყო კენჭისყრა ევროპაზე და როგორც ყოველთვის ვამბობდი, დასკვნა, უპირველესად, ევროპას ეხებოდა. მაგრამ მიღებულმა ხმებმა დაადასტურა ულტრამემარჯვენე ძალების თითქმის 40 პროცენტი, ხოლო ექსტრემისტულ პარტიების თითქმის 50 პროცენტი. ეს არის პოლიტიკური ფაქტი, რომლის იგნორირება არ შეიძლება და ჩვენ უნდა გავცეთ დემოკრატიული პასუხი. ჩემი აზრით, პასუხი არ შეიძლება იყოს სამთავრობო ან კოალიციური ცვლილებების სახით, რაც პარლამენტში მაინც ვერ მოხერხდა და ეს ბოლო დღეებმა ნათლად აჩვენა. თუმცა ამან მოითხოვა პარლამენტის დაშლა, როგორც ერთადერთი გზა რამის გასარკვევად. სუვერენულ ხალხთან დაბრუნება, ჩემი აზრით, ამ კონტექსტში ერთადერთი რესპუბლიკური გადაწყვეტილებაა. პარლამენტში ბლოკადებმა რაღაცები ნაკლებად გასაგები გახადა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, არ მოგვცა საშუალება, ავაშენოთ ხანგრძლივი კოალიციები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების ლიდერმა, ერიკ სიოტიმ, ისტორიაში პირველად ალიანსი შეკრა ულტრამემარჯვენე, „ეროვნულ ალიანსთან“, რომელთა ლიდერები ქვეყნის მოსახლეობას ნამდვილ და ცრუ ფრანგებად ყოფენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ სოციალ-დემოკრატებს, რადიკალებს, მწვანეებს, ქრისტიან-დემოკრატებს, გოლისტებს და, უფრო ფართოდ, ბევრ ჩვენს თანამემამულეს და პოლიტიკურ ლიდერს, რომლებიც არ ცნობენ საკუთარ თავს ექსტრემისტულ ციებ-ცხელებაში, შეუძლიათ ამ ლიდერებთან მუშაობა და ახალი პროექტის აშენება, პროექტების კოალიცია მმართველობისთვის, კოალიცია საფრანგეთისა და რესპუბლიკის სამსახურში“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში