პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა.
„დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. ამომრჩეველთა „ჩუმი უმრავლესობა“ პოლიტიკური ექსტრემისტების „არეულობას“ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.