ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი დანაშაულის დეტალები და აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა.
უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
დეტალები იხილეთ ნინი მაისურაძის სიუჟეტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა” ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის” ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.