გურიაში "ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავეს
გურიაში „ქურდულ
სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
"ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 25 წლის გ.ი. - მეტსახელად „ჯავა“, ხოლო "ქურდული სამყაროს"
საქმიანობის მხარდაჭერისთვის - 23 წლის ნ.ყ. - წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს
მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა
ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და
,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს
ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი
რ.ა.“, - იტყობინება შს სამინისტრო. ამავე წყაროს თანახმად, პროცესში ჩართული იყო „კანონიერ ქურდი“ დ.ე.
,,ქურდული გარჩევის“ შედეგად, დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა
დააკისრეს. თანხა მისმა ნათესავმა გადაიხადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.