ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია

ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია

ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა”, ბადრა გუნბამ ე.წ. “უშიშროების საბჭოს” სხდომაზე განაცხადა.
გუნბამ “უშიშროების საბჭოს” სხდომა ოკუპირებული რეგიონის “სახელმწიფო საზღვრების: მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დრონებით მასიური თავდასხმის გამო მოიწვია.
ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე დრონმა ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრცე დაარღვია.
გუნბამ აღნიშნულთან დაკავშირებით “ძალოვანი სტრუქტურების” ხელმძღვანელების ინფორმაცია მოისმინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.