არქივი9 მაისი, 2025, 20:52
ე.წ. ტიტუშკები აქციის მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ევროპის დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მარშზე ე.წ. ტიტუშკები მსვლელობის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მეტეხის ხიდზე მოხდა. მისი ამსახველი კადრები ფორმულას კამერამ დააფიქსირა.
აღნიშნული ინციდენტის გარდა, აქციის მონაწილეები კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ე.წ. ტიტუშკებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ წუთებში ევროპის მოედანზე, მასშტაბური აქცია მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაძრული მარში შეუერთდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.