ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში აშშ-ის საელჩომდე მსვლელობა - „მადლობა მეგობარს“ მიმდინარეობს

თბილისში აშშ-ის საელჩომდე მსვლელობა - „მადლობა მეგობარს“ მიმდინარეობს

თბილისში, მოქალაქეები ახმეტელის მეტროსადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობას სახელწოდებით - „მადლობა მეგობარს“ მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი” საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია.
ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები.
გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებენ: “გადადექით”, “სანქციები გზაშია”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “დამხობა რეჟიმს”.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”, “MEGOBARI ACTI - მეგობრობა აქტში!”
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
მანამდე, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.