თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი.
მისი თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილთან “ვაჭრობა” არ მიდიოდა, მაშინ მას სხვა შემთხვევაში წინასწარ არ უნდა სცოდნოდა, რა ბრალდება წარედგინებოდა.
მაია მწარიაშვილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს არა ის, რომ მას ბრალდებების არჩევნის საშუალება მისცეს, (“ყველაფერი, მოწმეები, ბრალდებები შეთანხმებით, ანუ როგორც გაგიხარდება – დაახლოებით ეს სერვისია”), არამედ ის, რომ მას აქვს ეს პრობლემა დღეს.
ცხადია, არაერთ სამართლებრივ შეკითხვას აჩენს – ის, რომ ეს წერილი გამოაქვეყნა ბატონმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე და მან ამ წერილში თქვა, რომ ასარჩევად შესთავაზეს კორუფციული ბრალები და დღეს მისი ბრალდების დადგენილება გამოაქვეყნეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, მან წინსწრებით ეს იცოდა. ნორმალურ შემთხვევაში მას ეს წინსწრებით არ უნდა სცოდნოდა იმიტომ, რომ დღეს წარუდგინეს მას ბრალდება და მასთან ამ ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ ყოფილა აქამდე, საქმის მასალები ასე იქნება ყოველ შემთხვევაში და ბატონი ღარიბაშვილი მკითხავი არ გახლავთ და სიზმარში არ ნახავდა ამას, ფაქტია, რომ მან ეს იცოდა წინსწრებით. მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ დიახ, ეს წერილი სინამდვილეს შეესაბამება და მასთან ეს ვაჭრობა მიდიოდა და მას ეს ინფორმაცია ჰქონდა, რაც უტყუარად დადასტურდა. სხვა ვერცერთ შემთხვევაში მას ეს ინფორმაცია ვერ ექნებოდა, რომელმა სხვა ბრალდებულმა რა ჩვენება მისცა გამოძიებას. […]
სხვადასხვა ბრალდებები ასარჩევად, ყველაფერი, მოწმეები, ბრალდებები შეთანხმებით, ანუ როგორც გაგიხარდება – დაახლოებით ეს სერვისია. ასევე ჩატარდა პირველი საპროცესო შეთანხმება, დახურულ ვითარებაში, ბუნდოვანი ბრალდებები.
[ღარიბაშვილის] წუხილი მიემართებოდა განა იმას, რატომ არის ეს ასეთი უბედურება, როგორ შეიძლება შესთავაზო, აირჩიო რომელი მართლმსაჯულება გესიამოვნება, რომელი ბრალდებით, რანაირად, რომელ მოწმესთან შეთანხმებით – ეს არ ჩანს პრობლემად მის წერილში, მის წერილში თვითონ ხედავს პრობლემად, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს, ვიდრე შეთანხმებულები იყვნენ, გაწირეს… მართლმსაჯულება არის იარაღი, სხვადასხვა მოტივებით, ანგარიშსწორებისთვის – ეს კი არ არის ღარიბაშვილისთვის პრობლემა, რომ ასეთი ქვეყანა შეგვიქმნა ჩვენ, მისთვის არის პრობლემა, რომ მას აქვს ეს პრობლემა დღეს,” – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.




