ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით აღძრულ საქმეში პროკურატურის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ის ვერ ადგენს, თუ ვინ ამბობს დარბაზში უხამს სიტყვას.
“ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გადმოგვეცა. მოგეხსენებათ, ამ საქმეში არაფერი დევს რამდენიმე ადამიანის მოხსენებითი ბარათის გარდა – და ძალიან მოკლე მონაკვეთში, მრავალ ფრაზას შორის, ერთი უხამსი ფრაზა ისმის, რომელზეც ნიკას ბრალად შეერაცხა, რომ ამის გამო მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ვიდეოში თავად მელია არც ჩანს.
თუმცა, დღეს უკვე გვაქვს აუდიოექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ამ ფრაზის მიხედვით ვერ დადგინდება…ვინ წარმოთქვა ეს ფრაზა.
ანუ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: პროკურატურამ გუშინ გადაწყვიტა, რომ 4 თვის წინანდელ საქმეზე ნიკას ბრალდება წაუყენოს, საქმეში მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ფაქტობრივად გამოდის, რომ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ბრალს უყენებენ. ნიკა მელიასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ ხორციელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება”. – თქვა მელიას ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია