ნიკა მელიას ახალ ბრალს წაუყენებენ, მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ახალ ბრალს წაუყენებენ.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ პროკურატურა ნიკა მელიას კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფას ედავება. ამჟამად საუბარია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანზე – ადვოკატი ამბობს, რომ სხდომაზე ნიკა მელიას მხრიდან არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
“ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია. საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც, თითქოს და, მოხდა რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით.
აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველანი ვესწრებოდით დანიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველ შემთხვევაში მე არ დამიფიქსირებია [..]
როგორც მოგეხსენებათ, მას უსმენენ, იგი არის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს არ მოსწონთ და ცდილობენ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყონ”, – ამბობს ადვოკატი.
ნიკა მელიას უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით – კერძოდ, 2025 წლის ნოემბერში მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან