არქივი22 დეკემბერი, 2024, 21:22
“ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში” – მართა კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი X-ზე, წერს:
“ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა ნდობა, აღიარება დაიბრუნოს, და ევროპული მომავალი უზრუნველყოს – ის [ევროპული მომავალი], რომელმაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.