არქივი21 დეკემბერი, 2024, 15:20
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმაურება.
მისივე შეფასებით, როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.
„საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“, - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.