ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, ეს არის ღალატი – კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს.
“ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა: – საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო , – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, – უნდა გაუქმდეს რუსული კანონი. “კოალიცია ცვლილებისთვის” ვაცხადებთ: არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს! ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღირებისა და საბოლოო ჩამოშლისათვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა” – წერია კოალიციის განცხადებაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები, სადაც საუბარია, მათ შორის, საქართველოს შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ამასთან, ანგარიში ოცნებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)