ეუთოს მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა – რატომ მიიჩნევს ოპოზიცია, რომ საქართველოს ღონისძიებისთვის ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტერიალში მონაწილეობა თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ღონისძიებას, რომელსაც ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ც ესწრება, ქართულმა მხარემ, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
“როდესაც , ბალტიის სახელმწიფოები პირადად ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს და თავისი დიპლომატიური დემარშით აჩვენებენ მიუღებლობას პუტინის რეჟიმისა მათთვის, შეუძლებელია, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ, იგივე არ გააკეთოს, ხომ უნდა იგრძნოს რუსეთმა,რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რაღაც ფასი აქვს. ახლა დასავლეთმა საბოლოოდ გამოიღვიძა, განსხვავებით 2008 წლის შემდეგ რაც იყო,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, კი იხსენებს, რომ რუსეთმა საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ყოფნას ვეტო დაადო და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხზე ბლოკის ახსნა უნდა მოითხოვოს.
“რუსეთმა, თავის დროზე, დაბლოკა საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ყოფნა. ეუთო არის კონსენსუსური ორგანო და რუსეთმა დაადო ვეტო, დაბლოკა, რომ საქართველოში ყოფილიყო ეუთოს წარმომადგენლობა. არადა, ეუთოს წარმომადგენლობა მანამდე იყო საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანების დახმარების კუთხით და ა.შ. შესაბამისად, ჩემი კითხვა არის – ის, ვინც საქართველოს სახელით ჩავა, რუსეთს დაუსვამს საკითხს, რომ მოხსნას თავისი ბლოკი და ვეტო ეუთოს წარმომადგენლობაზე საქართველოში? თუ უბრალოდ ფორმალურად დაესწრება ამ სამიტს?,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და მათთვის რუსეთი მხოლოდ უკრაინასთან ომის შემდეგ გახდა ოკუპანტი. უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას წარსულს ახსენებს – 2010 წელს, როცა ეუთოს მინისტერიალს რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა და მასზე ქართული დელეგაცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს

ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები