ეუთოს გუნდში მყოფი კრიმინალები ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ, არჩევნები არ იყო სამართლიანი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ეუთოს გუნდში მყოფი კრიმინალები ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ, არჩევნები არ იყო სამართლიანი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა, განაცხადა, რომ „ეუთო-ს გუნდში მყოფი კრიმინალები” ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.
მისივე თქმით, ლიეტუვა, რომელიც იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებითად განწყობილი არ იქნება.
„ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთო-ს გუნდში, სამწუხაროდ, ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. არჩევნები არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,“ – განაცხადა ემანუელის ზინგერისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
Previous: გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული