გიორგი ბარამიძე – დღეს ხალხმა საქართველოში დაამარცხა პუტინისტური ძალები, ევროკავშირმა კი დაამარცხა პუტინი – მინდა მივულოცო მიხეილ სააკაშვილს, მინდა გავიხსენო ზურაბ ჟვანია

დღეს ქართველმა ხალხმა გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა დაამარცხა პუტინიზმი, ქართველმა ხალხმა ლოკალურად, საქართველოში დაამარცხა პუტინისტური ძალები, ხოლო გლობალურად ევროკავშირმა დაამარცხა პუტინი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა.
მისი თქმით, ეს არის ყველას დიდი გამარჯვება, ვისაც უნდა თავისუფლება.
„გილოცავთ ყველა ქართველს, ყველა პატრიოტს, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ვოცნებობდით, ოღონდ რუსების ოცნებით არა, ქართული ოცნებით ვოცნებობდით, საქართველოს ნამდვილი პატრიოტების ოცნებით ვოცნებობდით, რომ საქართველო ყოფილიყო იმ ოჯახის ერების წევრი, რასაც ჩვენ დასავლეთს ვეძახით, რასაც ვეძახით ნატო-ს ევროკავშირს. ახლა, ჩვენ ძალიან ახლოს მივედით ამ ჩვენი სანუკვარი ოცნების ასრულებასთან. მე მინდა მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს. მინდა გავიხსენო განსვენებული, ცხონებული , მათმა მთავრობამ შექმნა პირველი სტრუქტურა საქართველოს მთავრობის წიაღში, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან. მათ ს ლიდერობით აღმართეს პირველად საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებში, სამთავრობო სტრუქტურებში, მთავრობის სახლში, პარლამენტში, სხვაგან ევროპის დროშა, ერთად დააყენეს საქართველოს და ევროპის დროშა, რადგანაც ეს არის სიმბოლო საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების და ერთად ყოფნის მისწრაფებისა. დღეს ამ მიმართულებით ქართველმა ხალხმა გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა დაამარცხა პუტინიზმი, ქართველმა ხალხმა ლოკალურად, საქართველოში დაამარცხა პუტინისტური ძალები, ხოლო გლობალურად ევროკავშირმა დაამარცხა პუტინი, დაამარცხა ში, მოლდოვაში და დაამარცხა საქართველოში. ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენი, ყველასი, ვისაც გვინდა თავისუფლება, ნამდვილი მშვიდობა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ