ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის! – უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! – ვაშაძე

ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის! – უზურპატორი უნდა წავიდეს! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ძალაუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.
„რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის! იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე. იმიტომ რომ ერთად ძლიერები ვართ! უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!“ – წერს გიორგი ვაშაძე წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.