ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა - ზურაბიშვილი PACE-ს რეზოლუციაზე

ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა - ზურაბიშვილი PACE-ს რეზოლუციაზე

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 თვიანი გაფრთხილება მისცა საქართველოს მმართველ პარტიას, რათა ან შეასრულოს პირობები (ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა) ან იყოს გარიცხული. ეს არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, მაგრამ სამწუხარო, რადგან ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო ! - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.