ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ეს უპრინციპობა კი არ არის, არამედ მოქნილობაა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აპროტესტებდა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას და უარს ამბობდა მასში მომანაწილეობაზე, საახალწლო ოცნება აუსრულა. არ შევქმნით სამუშაო ჯგუფებსო, აგერ არის კომიტეტები და იქ იმუშაონო. ოპოზიციის “ერთი ნაწილიც” ხომ ამას ითხოვდა?
ახლა იგივე ოპოზიცია აპროტესტებს, საახალწლოდ სამუშაო ჯგუფებს და ქართველობას გვართმევენო:)
ეს უპრინციპობა კი არ არის, არამედ მოქნილობაა. აბა ისევ ძველ ჩვენებას ხომ არ მიაწვებიან და არ გვინდა სამუშაო ჯგუფებიო ხომ არ იტყვიან. ამით ხომ მმართველი პარტიის “მესიჯბოქსზე” დაჯდებიან. ეს საეჭვო თანხვედრად გამოჩნდება.😉
ეეჰ:))”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.