რომან გოცირიძე – ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია

ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია, – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივას.
გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არ შეცვლის პრეზიდენტის არჩევის იმ წესს, რომლითაც მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი და თვითმმართველობები აირჩევს.
„როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდნენ, ჩვენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ვაპროტესტებდით. თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არამხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის!
ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და დიდი ალბათობით არც მომავალში ექნება.
ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება” და ვერ ოპოზიცია მოვა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება