პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს სახიფათოა” – რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ზურაბიშვილი რიჰარდს კოლსს – ევროპარლამენტარის წერილი

“ეს სახიფათოა” – რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ზურაბიშვილი რიჰარდს კოლსს – ევროპარლამენტარის წერილი

რიჰარდს კოლსი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა – როგორც ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე წერს, მას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე ესაუბრა.
“დღეს, საქართველოს სხვა მეომრებთან ერთად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში, სადაც რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს და ავტორიტარული მმართველობისკენ მიდის. საკანონმდებლო ზომები – მათ შორის საჯარო სამსახურის დასუსტება, მისი ერთგული პირებით დასაკომპლექტებლად და დემონსტრაციების მონაწილეების ოჯახების სამიზნეში ამოღება – სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან. ეს სახიფათო კურსია, ისეთი, რომელიც რეპრესიული მმართველობისკენ მიდის და სულ უფრო რთულია შემოსატრიალებლად მას შემდეგ, რაც ფესვს გაიდგამს. პრეზიდენტსა და [მონაწილეა] პარლამენტარებს მოვუწოდე, რომ აქტიურ კოორდინაციაში იყვნენ და შინაარსიანად ჩართონ ამ ტრაექტორიის საწინააღმდეგოდ”, – წერს კოლსი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.