სალომე ზურაბიშვილი ჰადსონის ინსტიტუტის” დისკუსიაზე – ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში – მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ

მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს იყო „არჩევნების ორგანიზებული მოპარვა“, რომლის შთაგონება და მხარდაჭერა მოხდა რუსების მიერ.
“ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში – მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად ჰყავდეთ ახალი პრეზიდენტი.
რაც შეეხება არჩევნებს, ეს არ არის ორ ძალას ან ორ პარტიას შორის შეჯიბრის საკითხი, როცა ერთი მეორეს არჩევნების მოპარვას აბრალებს. რეალობაში ეს არის არჩევნების ორგანიზებული მოპარვა, რაც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, კარგად იყო ორგანიზებული. ამის შთაგონება და მხარდაჭერა რუსების მიერ მოხდა, ვინაიდან, ასეთი დახვეწილობა და ასეთი განსხვავებული საშუალებების გამოყენების იმპროვიზაცია უბრალოდ ვერ მოხდებოდა ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ. ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა და ამიტომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს შესახებ. ვინაიდან, ის, რაც აქ ხდება, რეალურად რუსეთის ახალი მცდელობაა შექმნას ახალი სტრატეგია პროპაგანდის, განსხვავებული ჩარევების, ფინანსების, სანქციებისთვის გვერდის ავლის და მმართველ პარტიაში თავისი მეგობრებისა და ახლო კავშირების გამოყენებით, რათა ჰქონდეს ჰიბრიდული სტრატეგია. და აქ მათ გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა კვლავ მოექცეს ქვეყანა და რეგიონი მისი კონტროლის ქვეშ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის