არქივი9 აპრილი, 2025, 12:56
ეს რა იყო - მამუკელაშვილმა NBA-ის ვეტერანს ასეთი რამ გაუკეთა [VIDEO]
![ეს რა იყო - მამუკელაშვილმა NBA-ის ვეტერანს ასეთი რამ გაუკეთა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/04/c44b16a0ee7862bc23a919d470f95c31-ujsF97.png)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 117:122 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, სანდრომ ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და NBA-ის ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლას ბატუმი შეარცხვინა.
უმოტივაციოდ დარჩენილი "სპურსი" 32 მოგებითა და 47 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, "ტეხასელები" 10 აპრილს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.