ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკელაშვილის 13 წუთი - "პორტლენდმა" "სან ანტონიო" დაამარცხა [VIDEO]

მამუკელაშვილის 13 წუთი - "პორტლენდმა" "სან ანტონიო" დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში უმოტივაციოდ მყოფი "სან ანტონიო" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" დაუპირისპირდა და 109:120 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტუმანი კამარა გახდა, რომელმაც 35 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
"სან ანტონიოდან" სტეფონ ქესლმა 31 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, "სპურსი" 32 მოგებითა და 46 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 9 აპრილს,
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.