ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს პირდაპირი ჩამოყალიბებაა ერთპარტიული დიქტატურის” – ბოკერია

“ეს პირდაპირი ჩამოყალიბებაა ერთპარტიული დიქტატურის” – ბოკერია

ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბება -ასე ეხმაურება “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ოცნების” სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
“ეს არის მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევა, არა მარტო იმათთვის, ვისაც ახლა ასაკრძალი პარტიების მიმართ აქვს სიმპათია, ყველასთვის – ანუ ივანიშვილი, რეჟიმი და მთავრობა გადაწყვეტს, ყველას თქვენ მოქალაქეებს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რა არჩევანი შეიძლება გქონდეთ. ეს პირდაპირი ჩამოყალიბებაა ერთპარტიული დიქტატურის და რა თქმა უნდა, ეს ზომა და ეს დრაკონული ინსტრუმენტი დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად”, – აცხადებს გიგა ბოკერია.
მიუხედავად იმისა, რომ ოცნება აცხადბს, რომ კოალიციები მთლიანად უნდა აიკრძალოს, იქვე ამბობს, რომ კოალიციაში შემავალი “დროა” და “გირჩი–მეტი თავსუფლებისთვის” არ უნდა აიკრძალოს. ასევე, არ ითხოვს “ფედერალისტების”, “გირჩის”, “გახარია – საქართველოსთვის” “სტრატეგია აღმაშენებელის”, ალტ-ინფოს”, “პატრიოტთა ალიანსის” და “ევროპული საქართველოს” აკრძალვას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.