ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია“ - რომის პაპი ისრაელის და პალესტინის დელეგაციებთან შეხვედრის შემდეგ

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელის და პალესტინის დელეგაციებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ ის, რასაც თვალს ვადევნებთ, არა ომი, არამედ ტერორიზმია.
„აქ, ჩვენ ომის ჩარჩოებიდან გამოვედით. ეს არ არის ომი, ეს ტერორიზმია. გთხოვთ, ვიაროთ მშვიდობისკენ. ილოცეთ მშვიდობისთვის“, - ამბობს რომის პაპი.
მისი თქმით, ღმერთს შესთხოვს, დაეხმაროს როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ხალხებს, რომ „გადაწყვიტონ პრობლემები და არ წავიდნენ იმ ვნებების გზით, რომლებიც საბოლოოდ, ყველას ანადგურებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.